გვიყვარდეს მათემატიკა
ბლოგი განკუთვნილია დაწყებითი კლასელების მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის.
среда, 23 октября 2019 г.
вторник, 2 июля 2019 г.
вторник, 18 июня 2019 г.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თემა: ,,როგორ გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების მომზადების
ხარისხი“
სსიპ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის როდინაულის საჯარო სკოლა
მათემატიკის უფროსი მასწავლებელი: ლალი
კაპანაძე
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
1.
შესავალი
---------------------------------------------------------- 3
2.
აქტუალობა
-------------------------------------------------------4
3.
პრობლემის
ანალიზი -------------------------------------------5
4.
კვლევის
სარგებლიანობა ---------------------------------------6
5.
კვლევის
მიზანი -------------------------------------------------6
6.
პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და მათი იდენტიფიცირება --7
7.
კვლევის
ამოცანები ----------------------------------------------7
8.
პრაქტიკული
კვლევის არსი ------------------------------------7
9.
ლიტერატურის
მიმოხილვა ------------------------------------ 8
10.
კვლევის
სამიზნე ჯგუფი ---------------------------------------14
11.
კვლევის
მეთოდები --------------------------------- 14
12.
კვლევის ვადები
------------------------------------------------ 15
13.
მონაცემთა ანალიზი----------------------------------------------15
14.
კვლევის მიგნებები
--------------------------------------------- 21
15.
კვლევის
შესაძლო ინტერვენციები ---------------------------22
16.
განხორციელებული
ცვლილებები ----------------------------22
17.
მონიტორინგი
ინტერვენციების მიმდინარეობაზე ----------23
18.
ინტერვენციების შედეგების ანალიზი და შეფასება --------24
19.
რეკომენდაციები
------------------------------------------------25
20.
დასკვნა
-----------------------------------------------------------25
21.
გამოყენებული
ლიტერატურა ---------------------------------27
22.
დანართები--------------------------------------------------27
23.
რეფლექსია--------------------------------------------------33
შესავალი
ჩემი პრაქტიკის კვლევის ანგარიში თემა: ,,როგორ გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების მომზადების
ხარისხი“.
უპირველეს ყოვლისა კვლევის დასაწყისში მოვახდინე
თემის იდენტიფიცირება, რომელიც მომდინარეობდა
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან. შევიმუშავე კვლევის
ჰიპოთეზა (საკვლევი კითხვები) და გამოვკვეთე მიზანი,
გავეცანი საკვლევ თემასთან დაკავშირებულ საინტერესო და მრავალფეროვან ლიტერატურას, გავაანალიზე
რეზიუმირების დახმარებით. მიზნობრივად
შევარჩიე კვლევის მეთოდები,
ინტერვენციები, მათი შეფასების
მეთოდები, შევიმუშავე რეკომენდაციები და გავუზიარე კოლეგებს
2019 წლის 8 ივნისს. მივიღე კონსტრუქტიული
უკუკავშირი, რომელმაც ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკა კიდევ უფრო საინტერესო
და მრავალფეროვანი გახადა.
მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს კვლევის
პროცესში აღმოჩენილი მორალური და ფიზიკური მხარდაჭერისთვის.
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების
გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოიცავს განმავითარებელ
სტრატეგიებს განხილულია მეთოდოლოგია და მოცემულია კლევის შედეგების ანალიზი. კვლევის ანგარიშს თან ერთვის დანართები.
როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკის კვლევა სწავლების
გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების
ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. იგი გულისხმობს მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების
პროცესთან და სასკოლო სიტუაციებთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლას. პრაქტიკის კვლევა
შეიძლება რამდენიმე მიზნით განხორციელდეს:
·
არსებული პრაქტიკის შესწავლა
·
პრობლემის მოგვარება
·
სასურველი ცვლილების განხორციელება.
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია:
,,არსებული პრაქტიკის შესწავლა, პრობლემური საკითხის იდენტიფიცირება, გამომწვევი მიზეზების
დეტალური შესწავლა და ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძიება“
საკვლევი თემის აქტუალობა:
მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ
არც საქართველოა გამონაკლისი. იგი იმდენად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, რომ
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თითქმის
თანაბარი წილი აქვს საკლასო და შემაჯამებელ დავალებებთან ერთად და შეფასების სისტემის
ერთ- ერთი ძირითადი კომპონენტია. საშინაო დავალება
მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ და ამით მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
საკვლევი თემა აქტუალურია იმიტომ რომ, მოსწავლეთათვის
საშინაო დავალების სწორად შერჩევა სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ბერკეტია. საშინაო დავალების შერჩევისა და შეფასების დროს სწორ მიდგომებს
დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და სწავლა-სწავლების
პროცესის სრულყოფისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
კარგად ესმოდეთ საშინაო დავალების მიზანი და მნიშვნელობა. სწორად შერჩეულმა და კარგად შესრულებულმა საშინაო
დავალებამ, მოსწავლის განვითარების მრავალ ასპექტზე შეიძლება მოახდინოს გავლენა.
თემა აქტუალურია იმიტომ, რომ პირველ რიგში საშინაო
დავალება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, სიღრმისეული სწავლისა და მოსწავლის პროგრესის
შეფასებისათვის. რასაც აუცილებლად მოყვება მოსწავლის დაინტერესება, მოტივაცია, დამოუკიდებლად
მუშაობის და კლასგარეშე მუშაობის უნარის განვითარება, შეძენილი ცოდნის გამყარება, საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა, კოგნიტური, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება და სხვა, რაც თავის მხრივ 21-ე საუკუნის
მთავარ მოთხოვნასაც წარმოადგენს, ესაა ის ასპექტები, რომლებზეც საშინაო დავალებამ როგორც
დადებითი ისე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს.
თემა აქტუალურია,
რადგან საშინაო დავალების შესრულებითა და პრაქტიკული
მუშაობით მოსწავლეები კარგად აითვისებენ და განიმტკიცებენ გაკვეთილზე გამოკვეთილ უნარ-ჩვევებს,
გაიუმჯობესებენ კომუნიკაციურ კულტურას, უკეთესად ჩასწვდებიან შესასწავლ მასალას, მიეჩვევიან
დროის სწორად განაწილებას, გამოუმუშავდებათ თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის უნარი.
მასწავლებელს კი სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვა გაუადვილდება.
სამწუხაროდ ხშირად მასწავლებლის მცდელობა-ახალი მასალის გამტკიცების,
სასწავლო მასალის სრულად დაფარვის, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგის, შეფასების, რასაც
მასწავლებელი საკმაოდ დიდ დროს უთმობს -მოსწავლის დიდ თავსატეხად და მშობლის უკმაყოფილების
საბაბად გადაიქცევა. საშინაო დავალების გამო, ალბათ არაერთ მშობელსა და შვილთან, მშობელსა
და მასწავლებელს შორის წარმოშობილა კონფლიქტი.
დადებით
ჭრილში, მშობლისათვის საშინაო დავალება შეიძლება განვიხილოთ შვილის პროგრესის მონიტორინგის,
შვილის აღზრდის და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობად.
მოგეხსენებათ საშინაო დავალება მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ და
ამით მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეულ დავალებას სხვადასხვა მიზანი
შეიძლება ქონდეს.ზოგიერთი საშინაო დავალება მოსწავლისათვის არის სახალისო, საინტერესო
და შემეცნებითი. ზოგიერთი კი პირიქით, რუტინული და მოსაბაზრებელი, ამიტომ მოსწავლეებს
ხშირად ეზარებათ დავალების შესრულება. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ
საშინაო დავალება არ იყოს მოსაბეზრებელი? რა
დოზით უნდა მივცეთ ბავშვებს დავალება, რომ ეს საქმე ტანჯვად არ ექცეთ? პრობლემა საშინაო
დავალების სირთულეშია თუ მოცულობაში? აი ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტეთ
კათედრის წევრებს, VI კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებში გაგვეხორციელებინა კვლევა.
პრობლემის
ანალიზი
იდეა
მეწარმოებია კვლევა გაჩნდა იქედან, რომ ვარ
სკოლის მეექვსე კლასის მათემატიკის მასწავლებელი, ვხედავდი პრობლემებს საშინაო დავალების
შესრულებაში, გარკვეული
დროის განმავლობაში ვახორციელებდი დაკვირვებებს
სპეციალურად შექმნილი დაკვირვების დღიურის საფუძველზე, რომელიც მიმდინარეობდა
სასწავლო პროცესში. აღმოვაჩინე, რომ როგორც კი მოჭარბებულად მივცემდი მოსწავლეებს საშინაო
დავალებას უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ ასრულებდნენ, ან კიდევ ადგილი ქონდა
პლაგიატობას. აღნიშნული პრობლემა დავსვი კათედრის მუშაობის დროს, იგივე პრობლემაზე
ისაუბრეს კათედრის სხვა წევრებმაც, ყოველივე აქედან დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რამდენს უნდა
,,იწონიდეს“ მოსწავლეებისათვის ჩემს მიერ მიცემული საშინაო დავალება.
კვლევის შედეგად მიღებული
ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა
პედაგოგების
მიერ პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ამასთანვე, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი
დოკუმენტია, ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმისათვის. ვიმედოვნებ,
კვლევის შედეგები დაეხმარება დაინტერესებულ კოლეგებს სამომავლო ინიციატივების
განხორციელებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
აკადემიური
მოსწრების დონის ამაღლებას, ესგ-თი გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევას და მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებას.
კვლევის სარგებლიანობა
სარგებელი მოსწავლეებისათვის:
Ø გაგება გააზრების უნარის განვითარება, საკითხის სიღრმისეული წვდომა და
ხანგრძლივი დროით დამახსოვრება.
Ø საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ამაღლება.
Ø აკადემიური მოსწრების გაზრდა.
სარგებელი მასწავლებლებისთვის:
Ø საშინაო დავალების შესრულებესთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება.
Ø საჭიროებებიდან გამომდინარე ინტერვენციების მოდიფიცირება.
Ø გაზიარებული პრაქტიკით მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
სარგებელი ჩემთვის:
Ø საშინაო დავალების შესრულებასთან
დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენის შემდეგ
დროული პრევენციის ჩატარება.
Ø სასწავლო პროცესის ეფექტური დაგეგმვა და ესგ-ს სტანდარტებზე გასვლა.
სარგებელი მშობელთათვის:
Ø მშობელი
ერთვება სწავლის პროცესში თანამშრომლობს პედაგოგებთან, ხდება შვილის მიმართ უფრო მზრუნველი
და აფასებს მის მიღწევებს.
Ø სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის საშინაო დავალების შესრულების შესახებ
და დროულად იღებს ზომებს პრობლემის მოსაგვარებლად.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად იქნეს შესწავლილი პრობლემის
გამომწვევი მიზეზი.
პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების პოვნა, შესაბამისად ინტერვენციების დაგეგმვა,
განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
პრაქტიკული რეკომენდაციების გაცემა.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და მათი იდენტიფიცირება
სხვადასხვა მიზეზთაგან გამოვყავი რამდენიმე საკვლევი
საკითხი:
·
რა არის
პრობლემა საშინაო დავალების სირთულე თუ მოცულობა?
·
დროის
ფაქტორი?
·
დავალების
შინაარსი თუ ფორმა?
·
დავალება,
რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს
·
შესრულებისათვის
საჭირო ინსტრუქციის არ ქონა/ცოდნა
·
დავალების
სისტემატიურად ან სრულფასოვნად არ შემოწმება. განმავითარებელი შეფასების არ მიცემა.
·
შესასრულებელი საშინაო დავალების მიზნის გაურკვევლობა
·
საშინაო დავალების შესრულებისას მშობელთა დაუხმარებლობა.
კვლევის ამოცანები
·
დაკვირვება
თითოეული მოსწავლის საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე, ყურადღებაზე, სწავლებისა
და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე.
·
ფოკუს
ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
·
მოსწავლეთა,
მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა
·
მონაცემთა
დამუშავება, წარმოდგენა ,ანალიზი
·
შედეგებისა
და დასკვნების პრეზენტაცია.
პრაქტიკული კვლევის არსი
ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე წამოვაყენე
საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა მოსწავლისათვის საშინო დავალებით გამოწვეულ პრობლემებს
და მისი მომზადების ხარისხის გაუმჯობესების
გზებს.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ
მიდგომას, მკვლევარებისა და დაინტერესებული პირების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ
ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს
მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა.
1.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო
სკოლის VI-10 მოსწავლე (გოგონა--6--, ვაჟი--4---),
2.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო
სკოლის VI - მოსწავლეთა---10--- მშობელი.
3.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო
სკოლის
VI_კლასთან მომუშავე პედაგოგები.
ლიტერატურის მიმოხილვა
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საშინაო
დავალება სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. არაერთი კვლევა ჩატარებულა და
ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა სარგებლობასთან/სირთულეებთან არის მოსწავლისათვის
საშინაო დავალების მიცემა დაკავშირებული და
ზოგადად, რატომ უნდა მიეცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალება, განსაკუთრებით დაწყებით
კლასებში?
საშინაო დავალება და პრაქტიკა მოსწავლეებს საშუალებას
აძლევს, გაიხანგრძლივონ მეცადინეობის საათები სკოლის შემდეგ, დახვეწონ და გაიმდიდრონ
სკოლაში შეძენილი ცოდნა. მასწავლებლებს შეუძლიათ,
ეს ორი მეთოდი, როგორც სწავლების ეფექტური საშუალებები, ისე გამოიყენონ.(მარზანო--ეფექტური
სწავლება სკოლაში გვ86)
საშინაო დავალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგ ასპექტებზე: მოსწავლეთა
დაინტერესება, მოტივაცია, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა,
კლასგარეშე მუშაობის უნარი, ცოდნის გამყარება და რეალურ კონტექსტში წარმოდგენა, საგაკვეთილო
პროცესში მონაწილეობა და ჩართულობა. ესაა დადებითი ასპექტები. უარყოფითი გავლენა საშინაო
დავალების შეიძლება გამოიკვეთოს დავალების გადაწერასა და პლაგიატიზმში.
მასწავლებლისათვის საშინაო დავალება შესწავლილი
მასალის გამყარების, სასწავლო გეგმის სრულად დაფარვის, კლასის თითოეული წევრის პროგრესის
შეფასების ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს,
თუმცა, მეორე მხრივ, ის დამატებით სამუშაო საათებად, თავსატეხად და მოსწავლეების
უკმაყოფილების საბაბად შეძლება გადაიქცეს.
საშინაო
დავალების გამო, ალბათ, არაერთ მოსწავლესა და მშობელს შორის, ან მასწავლებელსა და მშობელს
შორის წარმოშობილა კონფლიქტი. დადებით ჭრილში, მშობლისათვის საშინაო დავალება შეიძლება
განვიხილოთ შვილის აკადემიური პროგრესის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობად.
საშინაო დავალება მშობელს ინფორმაციას აწვდის ბავშვის აკადემიური განვითარების, მის
წინაშე მდგომი სირთულეების და მისი წარმატების შესახებ.
ზოგიერთ ქვეყანაში საშინაო დავალებებს იმ მოსწავლეებს აძლევენ, რომლებიც
ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს საშინაო დავალება დამატებითი ვარჯიშისთვის ეძლევათ. ამის გამო კვლევები
საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ შერეულ შედეგებს გვაწვდის.
(Cooper, Robinson & Patall, 2006;
Trautwein, 2007).
მკვლევრების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა
დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. კარგად არის ცნობილი რომ ასაკის მატებასთან
ერთად იზრდება მოსწავლის ყურადღების კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
საშინაო დავალების ეფექტურობა ასაკის მატებასთან ერთად მატულობს.TIMSS-ის მიხედვით, მასწავლებლები მოსწავლეთა
შეფასებას დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. შეფასების სიხშირე და სწავლების
ფორმატი სასკოლო პედაგოგიკის მნიშვნელოვან ინდიკატორებს წარმოადგენენ.
კვლევები ადასტურებს, რომ საშინაო დავალება აფართოებს სწავლების
შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეებს, სკოლიდან შინ წასვლის შემდეგაც არ
შეწყვიტონ სწავლის პროცესი. ეს აუცილებელიცაა, რადგან ,,ცხოვრების პირველი 18 წლის
მანძილზე მოსწავლე თავისი აქტიური დროის 13% სკოლაში ატარებს“. ეს ნაკლებია იმ
დროსთან შედარებით, რასაც მოსწავლეები თავიანთი ცხოვრების ამ მონაკვეთში
ტელევიზორთან ატარებენ. (freizeri, uolbergi, uelCi da heTi, 1987, gv.
234).
საშინაო დავალება სწავლა-სწავლების
ნაწილია, ეს იქნება წერილობითი თუ ზეპირად სასწავლი. თუ მოსწავლე ჩართულია სწავლის
პროცესში, ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალებების შესრულებისას, ზრუნავს შესრულებული
დავალების ხარისხზე, შესრულებულ დავალებას მისთვის ღირებულება აქვს,(Newmann,1986) ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ უფრო მეტი ცოდნის შეძენის
სურვილს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისა და სწავლის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან გაკვეთილზე, რაც არ უნდა კარგად ჩატარდეს იგი, ხდება მასალის ხანმოკლე დამახსოვრება.
ხანდახან მახსიერებაში ცოდნის გადატანას განმეორება და გარკვეული სახის სამუშაოს შესრულება ჭირდება, ამ როლს კი მეტწილად
საშინაო დავალება ასრულებს. გაკვეთილზე ათვისებული მასალა უახლოესი 10-12 საათის განმავლობაში
,,გვავიწყდება“, ამიტომ სასურველია, საშინაო დავალება იმ დღესვე შესრულდეს. რადგან მასალის გაგებიდან პირველი საათის განმავლობაში გვახსოვს მხოლოდ
40%, 2-2,5 საათის შემდეგ კი 28%. საშინაო
დავალება ერთგვარი საშუალებაა იმისა ცოდნა ოპერატიული მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში
გადავიტანოთ.
საშინაო დავალება მოსწავლესა და მასწავლებელს
საშუალებას აძლევს უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მშობელს საშუალება ეძლევა ჩართული
იყოს სწავლების პროცესში. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხიმგებლობის
გრძნობის ჩამოყალიბებისათვის, ხოლო მშობელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს შვილის სწავლის
პროცესი დასაჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის დადებითობა სწორად შერჩეულ დავალებაზეა
დამოკიდებული. საშინაო დავალების სწორი ორგანიზებისათვის საჭიროა , მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული
დავალების მიზანი(დავალების მიზნის განსაზღვრა, შინაარსის შერჩევა მიზნის შესაბამისად
ანუ ორგანიზების ფორმის შერჩევა), ფუნქციები, შინაარსი, დავალების კონტროლის მექანიზმი,
და საშინაო დავალების ორგანიზაციის საშუალებები, პირობები და მოტივაცია( დავალების
შესრულების აუცილებლობის გაგება).
გარკვეული
თემის შესწავლა გულისხმობს გაგება-გააზრების უნარის განვითარებას. დამახსოვრება, გააზრება
და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკას უკავშირდება.
სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით ხდება ცოდნის განმტკიცება, როგორც კლასში, ისე
სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება.
პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ.
რა
დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს საშინაო დავალების
შესრულებასთან? რა უარყოფით შედეგებს ვიღებთ არასწორად შერჩეული საშინაო დავალების
შედეგად?
ამ კითხვებზე ნათლად პასუხობს კვლევა(მარზანოს- ეფექტური სწავლება სკოლაში- საშინაო დავალება
და პრაქტიკა გვ 73-86) და კვლევიდან გამოტანილი
ოთხი ზოგადი დასკვნა:
1. დაწყებით, საბაზო და
საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს სხვადასხვა მოცულობის დავალება უნდა მივცეთ.
ხშირად
სვამენ შეკითხვას დაწყებით კლასებში საშინაო დავალების მიცემის ეფექტურობის შესახებ.
დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ორად იყოფა:
ზოგი თვლის რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საშინაო დავალების მიცემა
ეფექტურია, ზოგიც მიიჩნევს, რომ ხსენებული მეთოდი დაწყებით კლასებში არარის მართებული.
ეს საკითხი პირველად ჰერის კუპერმა წამოწია(1989,ა,ბ) თავის მეტაანალიზში. გასათვალისწინებელია
ისიც რომ კუპერის მეტაანალიზის შემდეგ კიდევ ჩატარდა კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით.(მათ
შორის რამოდენიმე თავად კუპერის მიერ). შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საშინაო
დავალება მეორე კლასის მოსწავლეებისათვისაც კი სასარგებლოა (კუპერი, ლინდსი, ნაი და
გრეითჰაუსი, 1998; კუპერი, ვალენტაინი, ნაი და ლინდსი, 1999; გუდი,გრაუსი და ებმაიერი,1983;
გოეჯესი და ელიოტი,1995; როზენბერგი,1989.) კუპერის(1989,ა,ბ) თავდაპირველი დასკვნის
მიუხედავად, რომ საშინაო დავალება დაწყებითი კლასების მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე
მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა, შემდგომ ნაშრომებში ის ურჩევს მასწავლებლებს, დაწყებით
კლასებშიც გამოიყენონ საშინაო დავალების მეთოდი: ,,მე ვურჩევ მასწავლებლებს, რომ მისცენ
საშინაო დავალება დაწყებითი კლასების მოსწავლეებსაც, იმისდა მიუხედავად, მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს თუ არა საშინაო დავალებების შესრულება მოსწავლეთა ტესტირების ქულებს“.
საშინაო დავალებაზე მუშაობა პატარა ბავშვებს სწავლის სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს,
გაუღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისადმი და, ასევე მიაჩვევს იმ აზრს, რომ სწავლა
შეიძლება არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც(1989ბ,გვ90). ჩვენ მივიჩნევთ, რომ დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს, სულ მცირე მეორე კლასიდან მაინც, მასწავლებელმა გარკვეული მოცულობის
დავალებები უნდა მისცენ. ამ რჩევის საფუძველია კუპერის ნაშრომები(1989,ა,ბ) და იმ კვლევათა
შედეგები, რომლებიც კუპერის შემდგომ პერიოდში
ჩატარდა და რომლებიც ადასტურებენ, რომ საშინაო დავალება მნიშვნელოვან დადებით გავლენას
ახდენს დაწყებითი კლასის მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე. გასათვალისწინებელია,
რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაცილებით მცირე მოცულობის საშინაო დავალება უნდა
მივცეთ, ვიდრე შედარებით მაღალი კლასების მოსწავლეებს.
2. საშინაო დავალების შესრულების
პროცესში მშობელი ძალიან იშვიატად უნდა ჩაერიოს.
სასურველია, მშობლები მოსწავლისათვის მიცემული დავალების
შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ საჭირო
არ არის, დავალების შესრულებაში დაეხმარონ შვილებს. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ თუ
მშობლები აქტიურად ეხმარებიან შვილებს დავალების მომზადების პროცესში, საშინაო დავალების
შესრულებამ შეიძლება საერთოდ არ მოახდინოს გავლენა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე,
ან პირიქით, გააუარესოს ის(იხ.ბალი,,1998; ბალი,დემო და უედმანი,1998; ბალი,უედმანი
და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მშობლები,საერთოდ არ უნდა დაინტერესდენენ
მოსწავლეების საშინაო დავალებით. მშობლები არ უნადა ეცადონ, შვილებს საშინაო დავალების
შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტაში დაეხმარონ.
3.მასწავლებელი კარგად
უნდა ადგენდეს და ხსნიდეს საშინაო დავალების მიზანს.
მასწავლებელი მოსწავლეებს შეიძლება სხვადასხვა მიზნით
აძლევდეს საშინაო დავალებას. მიზნიდან გამომდინარე კი განსხვავებულია საშინაო დავალების
ფორმა და მისი შესწორების მეთოდი. ძირითად გამოიყოფა ორი მიზანი, რაც შეიძლება ქონდეს
საშინაო დავალებას.(1) პრაქტიკა, (2) ახლადახსნილი/ასახსნელი მასალის მომზადება(იხ.ფოილე,1985;
ფოილე და ბეილი,1988; ფოილე, ლიმანი,თომფქინსი, ფერნე და ფოილე,1990). თუ საშინაო დავალების
მიზანია პრაქტიკა, მაშინ დავალება იმ შინაარსობლიც მასალას უნდა ეხებოდეს, რაც მოსწავლეებისათვის
ახალი არ არის.
მაგალითად, თუ მასწავლებელს სურს, რომ მოსწავლეებს საშინაო
დავალების შესრულებით გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითაროს, გაკვეთილზე უნდა აუხსნას მათ,
თუ რაში მდგომარეობს ეს უნარჩვევა. სახლში იმ უნარ-ჩვევის გამომუშავებაზე ვარჯიში,
რომელიც მოსწავლისათვის გაუგებარი და უცნობია, არაეფექტური იქნება და, შესაძლებელია,
ეს კონკრეტული უნარ-ჩვევა მოსწავლეს არასწორად განუვითარდეს. მეორე მიზანი, რაც დავალების
შესრულებას შეიძლება ჰქონდეს, არის მოსწავლეთა მომზადება ასახსნელი მასალისათვის, ან
იმ მასალის გაგებისათვის, რაც ახლად ახსნილია.
4.თუ მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო დავალებას აძლევს,
შესრულებული დავალების გასწორებისთვისაც მზად უნდა იყოს.
ერთ-ერთი კვლევა(იხ.უოლბერგი,1999) ადასტურებს, რომ
საშინაო დავალების გავლენა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე განსხვავდება იმ კომენტარების
მიხედვით, რასაც ამ დავალების გასწორების დროს მასწავლებელი უმზადებს მოსწავლეს.
საშინაო დავალება,
რომელსაც მასწავლებელი არ ასწორებს(არც ნიშნით აფასებს და არც კომენტარებს უწერს),
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ეფექტური არ არის;
საშინაო
დავალება ყველაზე სასარგებლოა მაშინ, როდესაც მოსწავლის დავალებას მასწავლებელი არა
მხოლოდ ამოწმებს, არამედ წერილობით კომენტარებსაც უწერს;
რობერტ მარზანოს კვლევის
საუძველზე(საშინაო დავალება და პრაქტიკა): მასწავლებელი რომელიც იყენებს საშინაო დავალების პრაქტიკას
უნდა იცავდეს შემდეგ წესებს:
1.მასწავლებელი უნდა აყალიბებდეს და უხსნიდეს მოსწავლეებს საშინაო
დავალების შესრულების წესებს.
რადგან მოსწავლეებს
და მათ მშობლებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ საშინაო დავალების შესრულების მიზნები, მოცულობა,
საშინაო დავალების მომზადების პროცესში მშობლის ჩართულობის დაშვებული ზღვარი და ის
ღონისძიებები, რაც დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარდება. ასევე მათტვის
ცნობილი უნდა იყოს ის წესები რა დოზით უნდა ჩაერიოს მშობელი საშინაო დავალების შესრულების
პროცესში. მარზანოს კვლევის საფუძველზე (საშინაო დავალება და პრაქტიკა) მშობელი უნდა
იცავდეს შემდეგ წესებს.
v მშობელი უნდა ეხმარებოდეს შვილს იმ ადგილის მოწყობაში,
სადაც მოსწავლემ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს.
v მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების
განრიგის მომზადებაში, ან ყოველ კვირას მიიღონ მონაწილეობა ასეთი განრიგის მომზადებაში,
რომელიც მომავალ კვირაში შესასრულებელ დავალებებს ასახავს.
v მშობლებმა უნდა გაამხნეონ და წაახალისონ ბავშვები, შეახსენონ
საშინაო დავალების შესრულება, მაგრამ არასოდეს არ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება
მათთან ერტად. საშინაო დავალების მიზანია დაეხმაროს ბავშვს იმ მასალის უკეთ ათვისებაში,
რაც მან უკვე შეისწავლა. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი დავალებას ვერ ასრულებს მიმართოს
მასწვლებელს.
v კლასის აღმნიშვნელი
სიტყვა გავამრავლოთ 10-ზე და მივიღებთ დროის იმ ხანგრძლივობის საშუალოს რა დროც შეიძლება
იმეცადინოს მე-6 კლასელმა. 6*10=60 ე.ი. ერთი საათი უნდა იმეცადინოს მეექვსე კლასელმა.
რა ტქმა უნდა იქნება გამონაკლისიც.
v რეკომენდირებულია მშობელმა შვილს შეაწყვეტინოს დავალებაზე
მუშაობა,თუ ბავშვის ძილის დრო მოახლოვდა, მაშინაც კი როცა ბავშვს დავალებაზე მუშაობა
არ აქვს დასრულებული.
2.მასწავლებელი უნდა აყალიბებდეს საშინაო დავალების
მიზანს რათა შედეგი ცხადი იყოს მოსწავლეებისათვის.
საშინაო დავალების ერთ-ერთი მიზანი, უზრუნველყოს მოსწავლის ვარჯიში უკვე ახსნილი და გააზრებულ
მასალაზე, ასევე საშინაო დავალება
შეიძლება მიზნად ისახავდეს მოსწავლის მომზადებას ასახსნელი მასალისათვის, ანიმმასალისგაგებისათვის, რაცახლადახსნილია. არისშემთხვევები, როცამოსწავლეებისაშინაოდავალებებსამორიმიზანისმიხედვითერთმანეთისაგანვერასხვავებენ. ზოგიმოსწავლეფიქრობს, რომერტადერთირაცმასწავლებელსაინტერესებს, დასრულებულისაშინაოდავალებისნახვაა. შესაბამისადმნიშვნელოვანიამასწავლებელმამოსწავლეებსგანუმარტოსსაშინაოდავალებისმიზანი.
3. მასწავლებელმა
სისტემატიურადუნდა შეამოწმოს და მოამზედოს საშინაო დავალებასთან დაკავშირებული კომენტარები.
შესრულებულ დავალებაზე მასწავლებლის მიერ გაკეთებული
შენიშვნების გაცნობა ზრდის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას. მისივე მეშვეობით ისინი
აცნობიერებენ, რაიციან, რას მიაღწიეს და რა უნდა გააუმჯობესონ.
განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს
დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალება შეარჩიოს სწორად, რათა ეს პროცესი დასჯად
არ იქცეს, იყოს ნაყოფიერი, ხელი შეუწყოს მოსწავლის აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას
და სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფას.
სასკოლო პრაქტიკაში იყენებენ
საშინაო დავალების შემდეგ სახეებს: ინდივიდუალურს, ჯგუფურს, დიფერენცირებულს, საერთოს მთელიკლასისათვის, დავალებას წყვილისათვი სრულივერსია (http://mastsavlebeli.ge/?p=2409მაიაფიჩხაძე)
მოცემული ლიტერატურის
განხილვის საშუალებით შევძელი უფრო ღრმად გავცნობოდი პრობლემას და უკეთ დამენახა მისი
გადაჭრის გზები. ვიმედოვნებ, განხილული ლიტერატურა დამეხმარება როგორც მე, ასევე ჩემს
კოლეგებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში, ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვასა და
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.
კვლევის სამიზნე ჯგუფი :
1.
VI კლასების მოსწავლეები
2.
VI-კლასების მოსწავლეთა მშობლები
3.
VI კლასებში შემსვლელი პედაგოგები
1.კვლევის მეთოდები
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა
შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
v შესაბამისი ლიტერატურის მოძიება გაცნობა, დამუშავება - მოვიძიე შესაბამისი ლიტერატურა, პრობლემის იდენტიფიცირების,
ღრმად შესწავლის და მისი გადაჭრის გზების შესახებ.
v გამოკითხვა-აღნიშნულ მეთოდს მივმართეთ, რათა მიგვეღო პასუხი კითხვებზე: რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მოსწავლისათვის? რაში ეხმარება და რა პრობლემებს უქმნის მას დავალების
ყოველდღიური შესრულება.
v ანკეტირება მომზადდა კითხვები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების და მათი მშობლებისათვის. ასევე დაწყებით კლასებში შემსვლელ პედაგოგებისათვის. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის
დროს და შესაბამისად მათ მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა.
v ფოკუსირებული დაკვირვება - რომლის მიზანი იყო მასწავლებლის
მიერ საშინაო დავალების ფორმისა და მოცულობის მიხედვით ეფექტიანობის დადგენა
v ინტერვიუ მოცემულ მეთოდს მივმართე პედაგოგებისა და მოსწავლეების
დამოკიდებულების გასარკვევად საშინაო დავალებისადმი.
v მონაცემთა ანალიზი
v ინტერვენციის დაგეგმვა
და განხორციელება.
v კვლევის შედეგების საბოლოო
ანალიზი რეკომენდაციებისთვის.
2. კვლევის ვადები
აქტივობა
|
ნოემბერი
|
დეკ-იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
||||||
პრობლემის შერჩევა
|
X
|
|
|
|
|
|
||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|
|
|
|
|
||||||
შესაბამისი ლიტერატურის
მოძიება და გაცნობა
|
|
X
|
|
|
|
|
||||||
კითხვარების შედგენა, დამუშავება
|
|
|
X
|
|
|
|
||||||
გამოკითხვა/ანკეტირება
|
|
|
|
X
|
|
|
||||||
ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან
|
|
|
|
X
|
|
|
||||||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
|
X
|
|
|
||||||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
|
|
|
X
|
|
|
||||||
ინტერვენციების განხორციელება
|
|
|
|
X
|
X
|
|
||||||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
X
|
||||||
პრეზენტაცია დაწყებითი საფეხურისკათედრასთან. შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
X
|
||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|||||
მონაცემთა ანალიზი
მოსწავლეთა ინტერვიუმ საშუალება მოგვცა გაგვესაზღვრა
მოსწავლეთა დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. ინტერვიუში მონაწილეობა მიიღო VI-კლასის 10 მოსწავლემ. მოსწავლეთა ნაწილი უხალისოდ უდგება დავალების შესრულებას. მისთვის გაუგებარია დავალების შინაარსი და საჭიროებს
სხვის დახმარებას. ზოგი თვლის რომ დავალება
დიდი ზომისაა და დრო არ ყოფნით მის შესასრულებლად, მალე იღლებიან ან მასწავლებელი მას სისტემატიურად არ
უმოწმებს დავალებას, არ აძლევს განმავითარებელ
შეფასებას და თვლის, რომ ტყუილად იმუშავა. გამოიკვეთა აგრეთვე, რომ ვერ ერკვევა დავალების მიზანსა
და საჭიროებაში.
კითხვარის შევსება ინტერვიუს
საფუძველზე ამ კლასში შემსვლელ პედაგოგებთან ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე,
წინასწარ მომზადებული კითხვარი შევავსებინე. (დანართი1) ამით შევძელი შემეგროვებინა
შემდეგი სახის ინფორმაცია
·
მასწავლებლები რა სიხშირით, და რა დოზით, აძლევენ მოსწავლეებს საშინაო
დავალებებს.
·
მასწავლებლები რა სიხშირით ასწორებენ მოსწავლეთათვის
მიცემულ საშინაო დავალებებს.
·
რა სიხშირით
იძლევიან თუ რა საჭირო უკუკავშირს.
მშობელთა გამოკითხვის
შედეგების ანალიზისას გამოვლინდა,
რომ მშობლების უმეტესობა უარყოფითად აფასებდა იმ ფაქტს, რომ მათი შვილები საჭიროზე მეტ დროს ანდომებდნენ საშინაო
დავალებას და ამ საქმიანობას ისინი უხალისოდ ასრულებდნენ.. (დანართი2)
მშობელთა გამოკითხვის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა
რომ: მშობლების 43 % არის დასაქმებული 57% კი არა 93% მიიჩნევს რომ მის შვილს აქვს სამეცადინო
ოთახი ან კუთხე. მშობლების 43% მიუთითებს ბავშვს დაჯდეს
სამეცადინოდ ხოლო 43% არა. მშობელთა 57% მიიჩნევს რომ იმისი შვილი
ხალისით ასრულებს დავალებას ხოლო 43% არა. გამოკითხულთა 58,75% სისტემატიურად აკონტროლებს
შვილის საშინაო დავალების მომზადების ხარისხს, 31,25% იშვიათად ხოლო 10% არასოდეს. მშობელთა 75%-ის აზრით მოსწავლის დღის
რეჟიმი უნდა გაანაწილოს მშობლებმა
, 25%-ის აზრით ბავშვმა, გამოკითხულთა შედეგების
მიხედვით 25 % დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად, 68,75%-სჭირდება მცირეოდენი მითითებები, ხოლო ვერ ასრულებს მათი დახმარების გარეშე 6,25%. გამოკითხულები კითხვაზე - რომელი საგანი უჭირს თქვენს შვილს? მათი
50% მიიჩნევს უცხოენას, 30%
მათემატიკას და დანარჩენი 20% სხვადასხვა სასკოლო საგნებს. კითხვაზე- ეხმარებით თუ არა გაკვეთილების მომზადებაში და რა ფორმით? შედეგები ასეთი იყო: გამოკითხულთა თითქმის 40% ყოველდღიურად იბარებს
გაკვეთილებს, უსვამს კითხვებს ხარვეზების
მისათითებლად და აძლევს მითითებებს,
ზოგიერთი მხოლოდ ზოგჯერ ახერხებს ამას და რამდენიმე არასოდეს. გამოკითხულთა 87.5%-ის აზრით ბავშვებს აქვს
ყველა სასკოლო ნივთი , სამუშაო ოთახი, დრო და სასწავლო რესურსები, მხოლოდ 12.5% არ აქვს კომპიუტერი
და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა.
მშობელთა მოსაზრება
- რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები ასეთია: მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს საშინაო დავალებების
მოცულობა, ტიპი და სირთულე, ის უნდა გამომდინარეობდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური
საჭიროებებიდან, ამავ დროულად უნდა იყოს
ზომიერი და ლოგიკურად დაკავშირებული. მასწავლებელი უნდა აძლევდეს კრეატიულ და შემოქმედებით
დავალებას, რათა გამოიწვიოს მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივირება სწავლისადმი. მათი აზრით დავალება იყოს
ოპტიმალური, რათა ბავშვებს დარჩეთ დრო ყველა საგნის მოსამზადებლად.
მოსწავლეთა გამოკითხვის
პასუხი რამდენიმე კითხვაზე ასეთია:
(დანართი 3) მათი 29%-ის დღი სრეჟიმს ადგენს
დედა, 21%-ს მამა, თითონკი 50%. მოსწავლეთა 79% აქვს სამეცადინო ოთახი, 21 %-ს არა. მოსწავლეთა 21% მეცადინეობას უთმობს იმდენ
დროს რასაც სამუშაო მოითხოვს 0-1
სთ-მდე 23%. 2-საათს 40 %, 2 საათზე მეტს 16 % . მოსწავლეთა 62%-ს უჭირს უცხოენა. 29%-ს მათემატიკა, 9%-სდანარჩენისაგნები. ეხმარება თუ არა მათ გაკვეთილების მომზადებაში გამოკითხულთა 36 % ასახელებს რომ ეხმარებიან, ხოლო
64% კიარა. საშინაო დავალებებს სრულიად
დამოუკიდებლად ასრულებს 30
%, ჭირდება მცირ ეოდენი მითითებები 60 %, ხოლო 10% ვერ ასრულებს მშობლის
დახმარების გარეშე. მიზეზი იმისა რომ მშობლები
დავალებას თავიდან უხსნიან მოსწავლეთა 10% ასახელებს გაკვეთილზე
უყურადღებოდ ყოფნას, ხოლო 30%-თვის დავალება რთულია
დ აუჭირს გააზრება, ხოლო დავალების ახლიდან
ახსნა არ ჭირდება მოსწავლეთა 60
%. კითხვაზე რამდენად უნდა
ჩაერიოს მშობელი შვილის დავალებების მომზადებაში -მათი
30 % პასუხობს რომ გადადოს ყოველგვარი საქმე და თვალყური ადევნოს მისი დავალებების
შესრულებას, 30% მიიჩნევს რომ რაც ნაკლებად
ჩაერევა მითმეტ დამოუკიდებლობას მიაჩვევს, ხოლო
40 % მიიჩნევს რომ უნდა დაეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
კომპიუტერში ჩატვირთული
დავალებები მოსწონთ მოსწავლეთა 60
%, ზეპირი დავალებები მოსწავლეთა 20%, ხოლო წერითი მოსწავლეთა 20%. მოსწავლეთა 9% არ იძინებს გვიან რადგან მომზადებული აქვთ დავალებები, გვიან იძინებს დავალებების გამო 14%. ტელეგადაცემების ყურების
გამო 59%, დროის არასწორი განაწილების
გამო 18%. მოსწავლეთა აზრით თუ რა დოზით უნდა მიეცეთ მათ დავალება
ყველაზე ხშირად ისინი პასუხობენ,
რომ დავალება უნდა იყოს არც ბევრი და არც ცოტა საჭირო დოზით, უნდა იყოს სახალისო და არ მოითხოვდეს დიდ დროს, რომ დარჩეთ დრო განტვირთვისათვის.
პედაგოგების გამოკითხვის
მიზანი იყო დაგვედგინა, მასწავლებლისათვის რა
ღირებულება აქვს საშინაო დავალებას,
რომელიც მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია
აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები. გამოკითხვაში მონაწილეობდა 7 პედაგოგი. პედაგოგებთან გამოკითხვის შედეგები ასეთი იყო:
კითხვაზე ასწორებთ თუ
არა საშინაო დავალებას რეგურალურად?
71% პასუხობს რომ ყოველთვის
ვასწორებ, 29% ზოგჯერ, 0% არასოდეს. გამოკითხულთა მიხედვით
ასწორებენ თუ არა ყველა მოსწავლის საშინაო დავალებას? ყოველთვის ასწორებს 71%, ზოგჯერ 29% არასოდეს 0%. გამოკითხულ პედაგოგთა 42 % ყოველთვის აძლევს ინსტრუქციას, 58% ითვალისწინებს
დავალების სირთულეს, არ არის აუცილებელი თვლის 0%. გამოკითხულთა სრული რაოდენობა
მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიცემული დავალებები ზომიერია. გამოკითხულთა 75,7%-ი მიიჩნევს რომ მოსწავლეები
საშინაო დავალებას ასრულებენ ცოდნის განმტკიცების გამო.10 % მიიჩნევს ნიშნის გამო, ხოლო
14,3% მოვალეობის მოხდის გამო. თუ რატომ არ ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას
მასწავლებელთა 14,2% მიიჩნევს რომ რთულია და
გაუგებარი, 14,2% არ არის საინტერესო და
სახალისო, ხოლო 71% მიიჩნევს რომ მოსწავლეები
არ გრძნობენ პასუხისმგებლობის გრძნობას. პედაგოგთა 71% ყველაზე ხშირად აძლევს
წერით დავალებას, 14,2%
ინტერნეტიდან და სხვადასხვა დავალებებს 14,2%. კითხვაზე ითვალისწინებთ
თუ არა დავალების მიცემის დროს მოსწავლეთა ინტერესს და შესაძლებლობებს/დიფერენცირებას? დიახ პასუხობს 75% , იშვიათად 15% და არა 10%. გამოკითხულთა 43% აძლევს მოსწავლეებს მრავალფეროვან
დავალებებს და არჩევანის თავისუფლებას, 57% იშვიათად ხოლო 0% არა.
მიცემულ დავალებას გამოკითხულ
პედაგოგთა 15% ამოწმებს და განიხილავს, 63% ძირითადად ამოწმებს და
იშვიათად განიხილავს, იშვიათად ამოწმებს და
განიხილავს 22%. კითხვაზე აძლევენ თუ არა მოსწავლეებს კონსტრუქციულ
უკუკავშირს შედეგები ასეთია:
პედაგოგთა აზრით დავალების
არ შესრულების მიზეზი არის ზოგჯერ სირთულე და გაუგებრობა, სიზარმაცე, ახალი მასალის შემდეგ საკითხის ბუნდოვანი გაგება, ნაკლები თეორიული ცოდნა, დავიწყება უპასუხისმგებლობა, ოჯახის მიერ მოსწავლის დავალების შესრულების კონტროლის
არ გაწევა და აშ.
პედაგოგთა გამოკითხვის მიხედვით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად ამ კუთხით მოტივაციის ასამაღლებლად, ისინი გვთავაზობენ შემდეგ გზებს: საჭიროა ახალი მასალის მიწოდება მოსწავლეებისათვის გასაგები ფორმით და ცოდნის განმტკიცება მოხდეს საკლასო პროცესში, საჭიროა შეირჩეს სახალისო და მრავალფეროვანი დავალებები მოტივაციის ასამაღლებლად პერიოდულად შეიძლება გამოვიყენოთ წახალისება მათთვის ვინც კარგად გაართმევს თავს დავალებებს. გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ცოდნის დონე და გამოვიყენოთ დიფერენცირებული დავალებები.
პედაგოგთა გამოკითხვის მიხედვით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად ამ კუთხით მოტივაციის ასამაღლებლად, ისინი გვთავაზობენ შემდეგ გზებს: საჭიროა ახალი მასალის მიწოდება მოსწავლეებისათვის გასაგები ფორმით და ცოდნის განმტკიცება მოხდეს საკლასო პროცესში, საჭიროა შეირჩეს სახალისო და მრავალფეროვანი დავალებები მოტივაციის ასამაღლებლად პერიოდულად შეიძლება გამოვიყენოთ წახალისება მათთვის ვინც კარგად გაართმევს თავს დავალებებს. გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ცოდნის დონე და გამოვიყენოთ დიფერენცირებული დავალებები.
კითხვაზე აღნიშნულთან
დაკავშირებით მიგიმართავთ თუ არა მშობლებისათვის და რა ინფორმაცია გაქვთ პასუხობენ? ზოგიერთი ხშირად მიმართავს მშობლებს დახმარებისათვის
და აწარმოებს ჩანაწერების დღიურს და კომენტარების სახით აცნობს მშობელს, მათგანაც ვიღებ ინფორმაციას როგორ მუშაობენ შინ, მათიუმეტესობა ხშირად აღნიშნავენ, რომ ცოტა დროს უთმობენ
მეცადინეობას. მათ მიუმართავთ მშობლებისათვის,
მაგრამ დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია. ისინი აღნიშნავენ, რომ
ეს პრობლემები მასწავლებელმა უნდა მოაგვაროს.
პედაგოგები პრობლემის
გადაჭრის შემდეგ გზებს გვთავაზობენ:
მრავალფეროვანი დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, დიფერენცირების გამოყენება, დავალების ყოველდღიურად შემოწმება, შესწორებების, მითითებების და ინსტრუქციების მიცემა, დავალებების გამარტივება მოსწავლეთა შესაძლებლობების
გათვალისწინებით, გარეგანი და შინაგანი
მოტივაციის გაზრდა, დავალების მსგავსი სავარჯიშოების
გაკვეთილზე განხილვა და დამოუკიდებელი სამუშაოების მიცემა და ამით დამოუკიდებელი მუშაობის
სისტემატიურობის გამომუშავება.
მათი მოსაზრება თუ რა
დოზით უნდა მიეცეს მოსწავლეებს დავალებები ასეთია: უნდა იყოს ზომიერი არც დიდი და არც ცოტა, 2-3 სავარჯიშო საკმარისია, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები, უნდა იყოს დავალება დაძლევადი, მოსწავლეს არ უნდა მობეზრდეს ერთფეროვანი დავალებები, ასევე უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი და შესაძლებლობები.
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება.
v საშინაო დავალების ფორმატის
მრავალფეროვნების ნაკლებობა. (დიფერენცირებული, ისტ, ელექტრონული რესურსები, სახალისო თამაშები და
თავსატეხები)
v სასურველია სხვადასხვა საგნის მასწავლებლების შეთანხმებული მუშაობა, რადგან ერთ დღეს არ დაუგროვდეს მოსწავლეს ყველა საგანში დიდი რაოდენობის დავალება.
v მოსწავლისათვის საშინაო დავალების დროს მიცემული ინსტრუქციის გაუგებრობა.
v მოსწავლის მშობელსა და პედაგოგს შორის შეთანხმებული თანამშრომლობის არ არსებობა. მშობელთა ნაკლები ინფორმირებულობა.
v საჭირო უკუკავშირის და განმავითარებელი შეფასების არ მიცემა.
v მოსწავლისათვის მიცემული საშინაო დავალების მიზნის არ
ცოდნა.
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი სავარაუდო ინტერვენციები:
v საშინაო დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს
გააცნოს საშინაო დავალების მიზანი, გაცემული
იქნეს საშინაო დავალების შესრულებისათვის საჭირო
რეკომენდაციები და საშინაო დავალება დროულად და სრულყოფილად იქნას შემოწმებული. მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს გაუადვილებს დავალების
შესრულებას და გაეზრდებათ მოტივაცია.
v დიფერენცირებული სირთულის დავალებების გამოყენება:.
v
გაკვეთილისა
დასაშინაო დავალების ფორმატის მრავალფეროვნების გაზრდა.
(დავალებები იყოს
სახალისო და მრავალფეროვანი; სხვადასხვა
ელექტრონული თამაშები და თავსატეხები)
დავალებები ისტის გამოყენებით.
დავალებები ელექტრონული სასწავლო
რესურსების შექმნისა და გამოყენებით)
v
ინდივიდუალური უკუკავშირის გაზრდა
v
კლასებში შემსვლელ პედაგოგებს
შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შუალედური შეხვედრების მოწყობა, სადაც
მოხდება შედეგების განხილვა და ანალიზი,
ასევე შეთანხმება თუ რა დოზით და რა სიხშირით მიეცეს მოსწავლეებს დავალება.
v
მასწავლებლებსა და მშობლებს
შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მშობელთა ინფორმირება საკითხებზე: (1. ,,როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში. 2. როგორი უნდა იყოს გარემო საშინაო დავალების შესრულებისას.
3. როგორ უნდა აუმაღლოს ბავშვს სწავლის მოტივაცია)
განხორციელებული ცვლილებები
ინტერვენცია 1. საშინაო დავალების
მიცემისას ვუხსნიდი დავალების მიზანს და ვაცნობდი იმ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც
ვაკეთებდი განმავითარებელ კომენტარს. ვაძლევდი
დავალების შესრულებისათვის საჭირო რეკომენდაციას,
ვითვალისწინებდი მათ სურვილებს, ვცდილობდი
დავალება მიმეცა კლასში შესრულებული სავარჯიშოების მსგავსი, დავალებებს ვასწორებდი
რეგულარულად და ვიყენებდი როგორც შინაგან ისე გარეგან მოტივაციას. ფერადი ფურცლებისაგან
დავამზადე ,,გამოსაძახებელი ჩხირები“, რომლითაც ვახდენდი დავალების შემოწმებას. არჩევანს
აკეთებდნენ თვითონ მოსწავლეები. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები იყვნენ მოლოდინის
რეჟიმში, ყურადღებით უსმენდნენ გამოძახებულს და განსხვავებული პასუხის შემთხვევაში
თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს. ინტერვენცია 2. მოსწავლეებს მივაწოდე
სხვადასხვა სირთულის დიფერენცირებული დავალებები, ასევე სახალისო, მრავალფეროვანი დავალებები(
ელექტრონული თავსატეხები და თამაშები) დავალებები ისტ-ს გამოყენებით. შევქმენი ესგ სტანდარტის, გაკვეთილის თემის შესაბამისად ელექტრონული რესურსები. (დანართი#4)აღნიშნული რესურსები განვათავსე ჩემ პირად ბლოგზეhttps://lalikapanadze1964.blogspot.com/ და https://learningapps.org/ საჯარო დანართებში. მოსწავლეებს მივაწოდე მისამართი.
საშინაო დავალებებს ვაწვდი ტესტების სახით ელექტრონულად, უკუკავშირსაც
ვაძლევდი ელ. ფოსტის მეშვეობით. (დანართი#5)
საშინაო დავალების მიწოდებისას ვუგზავნიდი მათ წერილებს,
რომელიც ხელს შეუწყობდა მათ მოტივაციის გაზრდას. ყოველივე ამით მოვახდინე საშინაო დავალების
ფორმატის გამრავალფეროვნება. რათა მომეხდინა
მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა, მათი ინტერესების დაკმაყოფილება.
ინტერვენცია 3. მოვახდინეთ კლასში შემსვლელ პედაგოგების შეხვედრის
ორგანიზება. გავეცანით ეროვნულ სასწავლო
გეგმას, მოსწავლეებისათვის საშინაო
დავალების მიცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურას, როგორც ბიბლიოთეკაში ასევე
ინტერნეტში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებს
და კვლევებს. გაცნობის მიზანი იყო საშინაო
დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს
მიაწოდოს ისეთი სახის და ისეთი დოზის დავალება, რომ მოსწავლემ დავალება ხალისით და ხარისხიანად შეასრულოს.
ინტერვენცია 4. საშინაო დავალების შემოწმების მიზნით პედაგოგებმა
ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები
- რათა მოსწავლეებს საშინაო დავალების მიცემის დროს მიეცეთ საშინაო დავალების
შესრულებისათვის საჭირო რეკომენდაციები და სრულყოფილად და დროულად ახდენდნენ საშინაო
დავალების შემოწმებას და უკუკავშირს განმავითარებელი შეფასების სახით.
ინტერვენცია 5. მასწავლებელთა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების
მიზნით მოეწყო შეხვედრები, პედაგოგებმა დეტალურად
აუხსნეს მშობლებს საშინაო დავალების რაობის შესახებ და მისცეს მშობლებს როგორ და რა
ფორმით ჩაერთონ შვილების დავალების შესრულების პროცესში.
მონიტორინგი
ინტერვენციების მიმდინარეობაზე.
რეგულარულად
ვახდენდი მოსწავლეთა საშინაო დავალებების შემოწმებას, ვაკვირდებოდი მათი აკადემიური
შეფასების დინამიკას და მოტივაციის ზრდის ტენდენციას. ვახდენდი კლასში შემსვლელ მასწავლებლების
მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და შედარებას ჩემს მონაცემებთან.
ინტერვენციების შედეგების ანალიზი და შეფასება
შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
v რამდენად ეფექტური აღმოჩნდა
კვლევის პროცესში მიღებული და შემუშავებული საშინაო დავალების ფორმატი.
v ხელი შეუწყო თუ არა ამგვარმა
მიდგომებმა დავალების ხალისით და ხარისხიანად შესრულებას.
v მასწავლებელთა სამუშაო
შეხვედრები და საჭირო ლიტერატურის გაცნობა დაეხმარებათ თუ არა პედაგოგებს პრობლემების
მოგვარებაში, საშინაო დავალების სწორად
მიცემაში, ხოლო მათ მიერ მიწოდებული წერილობითი უკუკავშირი განმავითარებელი
შეფასების სახით და რეკომენდაციები დაეხმარებათ თუ არა მოსწავლეებს სწავლის პროცესში.
v მშობლებმა გაითვალისწინეს
თუ არა რჩევები და რეკომენდაციები.
მასწავლებლების თქმით პეგადოგების სამუშაო შეხვედრებმა, გაკვეთილებზე დასწრებამ, ამ გაკვეთილების ანალიზმა და გამოცდილების გაზიარებამ,
საშინაო დავალების ფორმატის გამრავალფეროვნებამ კარგი გავლენა იქონია მათ შემდგომ მუშაობაში, საკუთარი იდეების სტრუქტუირებაში. ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელეთ ფოკუსირებული
დაკვირვება გაკვეთილზე. (თითო მასწავლებლის ორ-ორი გაკვეთილი) აღმოჩნდა რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი
ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის წარმოების პროცესამდე.
მშობლების დამოკიდებულების
დასადგენად ჩავატარე ფოკუსდაკვირვება მათთან, აღმოჩნდა რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ
იმასთან დაკავშირებით, რომ მათმა შვილებმა თუ
როგორ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება და რა ტიპის დახმარება გაუწიონ .
ჩატარებული ინტერვენციის შედეგად პედაგოგებს შორის გამოიკვეთა აზრი რომ ბოლო
თვეების განმავლობაში მშობელთა უკმაყოფილებამ, რომ მათ შვილებს უჭირთ საშინაო დავალების შესრულება
და ამ პროცესს დიდ დროს ანდომებდნენ,
საგრძნობლად იკლო.
რეკომენდაციები
v იქედან გამომდინარე რომ თანამედროვე მოსწავლეებს მოსწონთ
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს
მრავალფეროვანი სახალისო დავალებები, ისტის გამოყენებით, ელექტრონული თამაშები და თავსატეხები.
მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე თვითონ შექმნას ელ რესურსი, რესურსი გახადოს მოსწავლეათათვის
ხელმისაწვდომი (მიუთითოს ელ.მისამართი და საგანმანათლებლო ბლოგის მისამართი) დავალებები
გაუგზავნოს ელექტრონული ფოსტით. ელ ფოსტის მეშვეობით მიიღოს დავალებები და შესაბამისად
მიაწოდოს უკუკავშირი. ამ შემთხვევაში მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად, მისი შეფასება
სხვებითვის უცნობია. ამ შემთხვევაში პლაგიატობას და ერთმანეთიდან დავალების გადაწერასაც არ აქვს ადგილი.
v საშინაო დავალება და მისი შესრულების პროცესი მოსწავლისათვის
უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოიწვევს მოსწავლის ინტერესთა სფეროს გაზრდას, ცნობისმოყვარეობის
დაკმაყოფილებას, მისცემს მოტივაციას, შემატებს მოსწავლეს თვითრწმენას და ყველაფერი
ეს შემდგომ გადაუვა ჩვევაში.
დავალების მიცემისას მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს
ისეთი დავალებები, რომლის მსგავსი სავარჯიშოებიც გააკეთა სკოლაში გაითვალისწინოს თითოეული
ბავშვის შესაძლებლობები. მიაწოდოს შესრულებისათვის
საჭირო ინსტრუქცია და დროულად და სრულყოფილად შეამოწმოს. ყოველ ნამუშევარს წერილობითი
უკუკავშირი გაუკეთოს
v მოახდოს მშობლის ინფორმირება.
v მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქციები სწავლა-სწავლების
პროცესში.
v სამუშაო პროცესი შევათანხმო კოლეგებთან.
დასკვნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
სოფელ როდინაულის საჯარო სკოლაში განხორციელდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კვლევის მიზანი იყო: შეგვესწავლა საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული
პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზი. შესაბამისი ინტერვენციების
დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული
შედეგების შეფასება.
შეირჩა სამიზნე ჯგუფი
სკოლის VI მოსწავლეები, მათი მშობლები და ამ კლასებში შემსვლელი პედაგოგები. კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მოპოვებული
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა საჭიროება, დაიგეგმა ინტერვენცია და განხორციელდა.
ჩვენი პრაქტიკული კვლევის
საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსწავლისათვის მიცემული საშინაო დავალება ქმნის სერიოზულ პრობლემას. ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს:
·
მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის საშინაო დავალების
მიცემის დროს მოსწავლეთა ინტერესისა
და შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა, არასაკმარისი ინსტრუქცია, დიდი დოზით მიცემული დავალება, დავალების
მიზნის გაურკვევლობა, არასრულყოფილი შემოწმება და უკუკავშირის არარსებობა.
·
საშინაო
დავალების და გაკვეთილის მრავალფეროვნების ნაკლებობა.
·
პედაგოგთა შეუთანხმებელი მუშაობა.
·
პედაგოგსა და მშობელს შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.
აღნიშნული პრობლების გადასაჭრელად გადავდგით გარკვეული
ნაბიჯები გატარებული ინტერვენციების
შეფასებისას გამოვლინდა, რომ უმრავლესობა შედეგიანი
აღმოჩნდა.
კვლევაში გამოყენებული
მეთოდი კი მიმართული იყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ. ითვალისწინებდა აგრეთვე
დაბალი მზაობის მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში. ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა.
კვლევის ნაკლოვანებად
შეიძლება ჩაითვალოს ის რომ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა
მოსწავლეთა მშობლების მცირე ნაწილმა კვლევაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. (გარკვეული მიზეზების გამო) არადა რეალური შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა
მშობელთა სრული ჩართულობით. მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა
ვთვლი რომ შედეგები რეალურია. შესაძლებელია უმნიშვნელო
სხვაობა ყოფილიყო, რომელიც კვლევის შედეგს არსებითად ვერ შეცვლიდა.
·
კვლევის შედეგების გაცნობა-პრეზენტაცია მოხდა კოლეგებისა და ადმინისტრაციისათვის 2019 წლის 8
ივნისს. კვლევა გამოქვეყნდა ჩემს პირად ბლოგზე(https://lalikapanadze1964.blogspot.com/
)და სკოლის ფეისბუქგვერდზე. კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის პრეზენტაცია კოლეგებთან
საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა ჩვენთვის. გავითვალისწინებ მათ კონსტრუქციულ
უკუკავშირს მომავალი კვლევის დაგეგმვისას და განხორციელებისას. კვლევის შედეგები და თვითონ კვლევის გაზიარება დაეხმარება
კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემოს შექმნისათვის საჭირო სტრატეგიები. გაითვალისწინონ კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები.
გამოყენებულილიტერატურა
·
ეროვნული
სასწავლო გეგმა
·
http//
maswavlebeli,ge/?p=1986 ---თეონეფარიძე
·
http//
maswavlebeli,ge/?p= მაიაფიჩხაძე
·
,,სწავლებისა და სწავლის
ახალი მიდგომები“ თბილისი.2004.
·
,,საერთაშორისო საგანმანათლებლო
კვლევები საქართველოში“ ი. კუტალაძე 2012 წ.
·
ეფექტური სწავლება სკოლაში რობერტ მარზანო.
·
კვლევები
საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ შერეულ შედეგებს გვაწვდის(Gooper,Robinson Patall,2006; Trautwein,2007)
·
კვლევები
საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ დაკავშირებით(კუპერი,2001)
·
ჟურნალი მასწავლებელი-- როგორ
უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების ეფექტიანობა?
·
ჟურნალი მასწავლებელი-საშინაო დავალების
გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე.
დანართი 1
კითხვარი პედაგოგებისათვის
ვატარებთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე
,,როგორ გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების მომზადების
ხარისხი“. თქვენი როგორც პედაგოგის მონაწილეობა ძალიან
მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.
ასწორებთ
თუ არა საშინაო დავალებას რეგულარულად?
ა)
ყოველთვის ვასწორებ
ბ)
ზოგჯერ ვასწორებ
გ)
არასდროს ვასწორებ
2.
ასწორებთ თუ არა ყველა მოსწავლის საშინაო დავალებას?
ა)
ყოველთვის ვასწორებ
ბ)
ზოგჯერ ვასწორებ
გ)
არასდროს ვასწორებ
3.
საშინაო დავალების მიცემის დროს აძლევთ თუ არა მოსწავლეებს
დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?
ა)
ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას
ბ)
ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას
გ)
არასოდეს ვაძლევ ინსტრუქციას.
4. როგორფიქრობთაუცილებელიათუარაინსტრუქციისმიცემა?
ა) ყოველთვის საჭიროა
ბ) დავალების სირთულეს ვითვალისწინებ
გ)არ არის აუცილებელი.
5.
როგორ
ფიქრობთ, თქვენ მიერ მიცემული დავალება:
ა)
დიდი მოცულობისაა
ბ)ზომიერია
გ)მცირე
მოცულობისაა
6.
რა მიზნით ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას?
ა)
ცოდნის განმტკიცების მიზნით
ბ) ნიშნის გამო
გ) მოვალეობის გამო/სხვა
7.
რატომ არ ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას?
ა)
რთულია და გაუგებარია
ბ)
არ არის საინტერესო და სახალისო
გ)
არ გრძნობენ პასუხისმგებლობას
8.
რა ტიპის დავალებებს აძლევთ ყველაზე ხშირად მოსწავლეებს?
ა)
წერით დავალებებს
ბ)
რესურს ინტერნეტიდან
გ)
სხვა
9.
ითვალისწინებთ თუ არა დავალების მიცემის დროს მოსწავლეთა
ინტერესებსა და შესაძლებლობებს/დიფერენცირება?
ა)
კი ბ) იშვიათად გ) არა
10.
სთავაზობთ თუ არა მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს
და არცევანის თავისუფლებას?
ა)
კი ბ) იშვიათად გ) არა
11.
ამოწმებთ და განიხილავთ ყოველ მიცემულ დავალებას?
ა)
ყოველ მიცემულ დავალებას ვამოწმებ და განვიხილავთ
ბ)
ძირითადად ვამოწმებ, მაგრამ იშვიათად განვიხილავ
გ)
იშვიათად ვამოწმებ და განვიხილავ
12.
აძლევთ მოსწავლეებს კონსტრუქციულ უკუკავშირს (ძლიერი
მხარე, სუსტი მხარე, რეკომენდაცია პრობლემის დასაძლევად.
ა)
ყოველთვის ბ) ხშირად გ) იშვიათად დ) არასდროს
13.
თქვენი აზრით, რა არის დავალების არ შესრულების მიზეზი?
(დაასახელეთ 2-3 მიზეზი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14.
თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად/ამ
კუთხით მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად? აღნიშნულ საკითხზე თუ გისაუბრიათ მოსწავლეებტან
და რას ასახელებენ ისინი პრობლემის მიზეზად?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
15.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით თუ მიგიმართავთ
მშობლებისათვის და რა ინფორმაცია გაქვთ მათგან?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
16.
გთხოვთ, შემოგვთავაზოთ პრობლემის გადაჭრის თქვენეული
ხედვა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
17.
დაწერეთ თქვენი მოსაზრება: ,,რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს
დავალებები?“
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვარი მშობელთათვის
(დანართი 2)
ვატარებთ პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევას თემაზე ,,როგორ გავაუმჯობესოთ
საშინაო დავალების მომზადების ხარისხი“. თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის
წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმიურია. არაა საჭირო კითხვარზე
სახელისა და გვარის მითითება.
1.
ხართ თუ არა დასაქმებული?
ა)
დიახ ბ) არა
2.
აქვს თუ არა თქვენს შვილს თავისი სამეცადინო ოთახი ან
კუთხე?
ა)
დიახ ბ) არა
3.
ჭირდება თუ არა მითითება დაჯდეს სამეცადინოდ/
ა)
დიახ ბ) არა
4.
საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას?
ა)
დიახ ბ) არა
5.
ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას?
ა)
დიახ ბ) არა
6.
აკონტროლებთ თუ არა შვილის მიერ საშინაო დავალების სისტემატიურობას/
ხარისხს?
ა)
ყოველთვის ბ) იშვიათად გ) არასდროს
7.
ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის დღის რეჟიმის განაწილებაზე?
ა)
მშობლები ბ) ბავშვი გ) ოჯახის სხვა წევრები
8.
თქვენი შვილი საშინაო დავალებებს;
ა)
ასრულებს დამოუკიდებლად
ბ)ვერ ასრულებს თქვენი დახმარების გარეშე
გ)
სჭირდება მცირეოდენი მითითებები
9.
რომელი საგანი ან საგნები უჭირს, როგორ ფიქრობთ, რატომ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10.
ეხმარებით თუ არა გაკვეთილების მომზადებაში? რა ფორმით?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11.
აქვს თუ არა მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებისათვის
ყველა პირობა
(სასწავლო
ნივთები, კომპიუტერი და ინტერნეტი, სამუშაო ოთახი/კუთხე, დრო.....)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12.
დაწერეთ თქვენი მოსაზრება:,,რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს
დავალებები“.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვარი მოსწავლეთათვის (დანართი3)
შენი სახელი და
გვარი:-------------------------------------------------------------------------------
გთხოვ რამდენიმე
სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1.
ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
o დედა
o მამა
o მე
თვითონ
2.
გაქვს თუ არა შენი სამეცადინო ოთახი ან მაგიდა?
o დიახ
o არა
3.
დაახლოებით რამდენ დროს უტმობ მეცადინეობას?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
რომელი საგანი ან საგნები გიჭირს, როგორ ფიქრობ,რატომ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
გეხმარება თუ არა ვინმე გაკვეთილის მომზადებაში? რა
ფორმით? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
საშინაო დავალებებს
ა)
ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად
ბ)
მჭირდება მცირეოდენი მითითებები
გ)
ვერ ვასრულებ მშობლების მითითების გარეშე
7.
მშობლები დავალებებს ახლიდან მიხსნიან იმიტომ, რომ...
ა)
გაკვეთილზე ხანდახან უყურადღებოდ ვზივარ
ბ)
დავალება რთულია და მიჭირს გააზრება
დ)
დავალების ახლიდან ახსნა არ მჭირდება
8.
რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი შენს დავალებებში?
ა)
გადადოს ყველა საქმე , მოგიჯდეს და თვალყური ადევნოს შენი დავალებების მომზადებას
ბ)
რაც ნაკლებად ჩაერევა,მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
გ)
უნდა დაგეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში
9.
რა სახის დავალებების შესრულება გიხარია ყველაზე მეტად?
ა)
წერითი
ბ)
ზეპირი (კითხვა, თხრობა)
გ)
კომპიუტერში ჩატვირთული დავალებების
10.
გვიან იძინებ.......
ა)
ბევრი დავალებების გამო
ბ)
დროის არასწორი განაწილების გამო
გ)
ტელეგადაცემების გამო.
11.
დაწერეთ თქვენი მოსაზრება რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს
დავალებები?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი
#4
https://learningapps.org/view7492121
დანართი#5
რეფლექსია
მოცემული პრაქტიკული კვლევა ჩავატარე 2018-19 სასწავლო წელს.
მიზნად დავისახე მეექვსე კლასის მოსწავლეებში მეკვლია საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული
პრობლემების გამომწვევი მიზეზები, დამედგინა პრობლემის სათავე და მომეძიებინა ამ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები. განვსაზღვრე, რომ ამ საკითხის მოგვარებისათვის პირველ
რიგში საჭირო იყო ლიტერატურის დამუშავება, რის შემდეგაც მოხდებოდა პრობლემაზე მუშაობის
პროცედურების განსაზღვრა.
გავითვალისწინე რა ესგ მოთხოვნები მიზნობრივად შევარჩიე სტრატეგიები. გამოვიყენე თვისობრივი
მეთოდები დაკვირვება, ფოკუს ჯგუფი, ანკეტირება მშობლებთან და მეორადი მონაცემების ანალიზი. ჩატარებულმა სტრატეგიებმა გაამყარა ჩემი აზრი აღნიშნული პრობლემის შესახებ. აღმოჩნდა,
რომ პრობლემა მწვავედ დგას ჩემს კლასში. მოსწავლეებს უჭირთ საშინაო დავალების
ხარისხიანად შესრულება. საჭიროება მოითხოვს
ისეთი აქტივობების ჩატარებას, რომელიც კლასში გადაჭრის ამ საკითხს.
ანალიზის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები, რომლებმაც
მოსწავლეებს გამოუმუშავათ დამოუკიდებელი მუშაობის უნარები, მიცემულ დავალებეს ინტერესით
და ხალისით ასრულებდნენ, გაიზარდა საშინაო დავალების შესრულების ხარისხი, მოსწავლეთა
მოტივაცია და ჩართულობა. ასევე სოციალური და თანამშრომლობითი უნარები, შეძლეს აზრთა გაზიარება და პატივისცემა, კომუნიკაციის გაღრმავება.
პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარე ჩემს
კოლეგებს დაწყებითი კლასის მასწავლებელთა კათედრაზე. ჩემთვისაც მნიშვნელოვანი გახდა
მათი მოსაზრებები აღნიშნული საკითხისადმი, მოხდა კოლეგებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების
გაზიარება. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ რეჟიმში. კოლეგები მისვამდნენ შეკითხვებს
მათთვის საინტერესო საკითხებზე. პედაგოგებისგან მივიღე უკუკავშირი, როგორც ზეპირი,
ისე წერილობითი. თითოეული კოლეგის აზრს გავითვალისწინებ
და უფრო ეფექტურს გავხდი ჩემს პრაქტიკულ საქმიანობას.
კოლეგებთან შეხვედრაზე ელექტრონული სახით წარმოვადგინე
პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ფასილიტატორი, შეფასების
ჯგუფის წევრები.
პრეზენტაციის დასასრულს ჩემს კოლეგებს
დავურიგე ანონიმური კითხვარი, სადაც მოცემული კითხვების საშუალებით შეაფასეს ჩემი კვლევის
ანგარიშის პრეზენტაცია.
1.საკვლევი თემა აქტუალურია.
·
დიახ
·
არა
·
ნაწილობრივ
2. მკვლევარ მასწავლებელს მიზნობრივად
აქვს შერჩეული კვლევის მეთოდები და ინტერვენციები.
·
დიახ
·
არა
3. მასწავლებელი საინტერესოდ და კონცეპტუალურად
გადმოსცემს საკუთარი კვლევის ანგარიშს.
·
დიახ
·
არა
·
ნაწილობრივ
შეხვედრაზე გამოითქვა რამდენიმე საინტერესო
მოსაზრება:
1.ინტერვენციები ელექტრონული სახით
მიმეწოდებინა კოლეგებისათვის;
2.კვლევის მეთოდების შესახებ კიდევ
უფრო მეტი დროის მომცველობით გამეზიარებინა გამოცილება;
3.მესაუბრა რისკ-ფაქტორებზე,რომელიც
კვლევის დროს წამოიჭრა და მოვაგვარე.
მოცემული მოსაზრებები დაგვეხმარა პროცესი
კიდევ უფრო საინტერესოდ და ინტერაქციული გზით რომ წასულიყო;
ვფიქრობ, ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა კოლეგებს
დაეხმარებათ და აქტიურად გამოიყენებენ
თავიანთ პრაქტიკულ საქმიანიობაში.
მიზანი ის, რომ მოსწავლეებს ჩვევაში ქონდეთ საშინაო დავალების
შესრულება, იგრძნონ პასუხისმგებლობა, გაანაწილონ დრო ეფექტურად, გაიღრმაონ ცოდნა სხვადასხვა დისციპლინის შესწავლისას გაუმჯობესდა. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ სწავლების ხარისხი ამაღლდება,
არა მხოლოდ მათემათიკაში, არამედ ყველა სასწავლო დისციპლინაში.
სსიპ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის სოფ. როდინაულის საჯარო სკოლის
მათემატიკის
უფროსი მასწავლებელი
ლალი კაპანაძე
11 ივნისი 2019 წელი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)