სამოდელო გაკვეთილები

 #2
სამოდელო, ინტეგრირებული  ტიპის, გაკვეთილის გეგმა
საგანი: მათემატიკა, ისტი, ქართული ენა.
განხორციელების დროის ჩარჩო:    31. 05.2019 წელი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის როდინაულის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელილალი კაპანაძე.
კლასი: მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა: 10   (სსსმ არ მყავს)
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული
თემა:  მონაცემთა შეგროვება და მათი წარმოდგენა წრიული დიაგრამის სახით.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ  მოპოვებული მონაცემების  მოწესრიგებას, კლასიფიკაციას რაიმე ნიშნის ან რაოდენობის მიხედვით და თვალსაჩინოდ   წარმოადგენენ    ცხრილის, წრიული დიაგრამის     სახით.
 მოსწავლები   შეძლებენ  კვლევის შედეგების   გარკვევით  წარმოდგენას შესაფერისი საშუალებების მიხედვით.
ესგ სტანდარტი:    მათ.VI.12.მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის
ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახდენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას (გარდა დისკრეტულ
რაოდენობრივ მონაცემთა ინტერვალებად დაჯგუფებისა) და დალაგებას;.
·         ქმნის მონაცემთა ცხრილებს, მათ შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი მონაცემებისშემთხვევაში;
·         აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს (როდესაც მონაცემები იძლევა სკალის ადვილად შერჩევისსაშუალებას).ინტეგრირების მიზანი: საგანთა ერთიანობისა და მათ შორის კავშირის დანახვა.  ცოდნის ტრანსფერის განხორციელება საგანთა შორის და პრაქტიკაში.
კავშირი საგნობრივ სტანდარტთან:ქართ.
მიმართულება: კითხვა

ქართ.დაწყ.(II).8. მოსწავლემუნდაშეძლოსსტანდარტითგანსაზღვრულისხვადასხვატიპისტექსტებისლექსიკურიდასემანტიკურიმახასიათებელების, სტრუქტურულ-კომპოზიციურიელემენტებისადაენობრივგამომსახველობითიფორმებისამოცნობა
·         ამოიცნობსდაგანარჩევსარსებით, ზედსართავ, რიცხვითსახელებსØდამათფუნქციას; გაიაზრებსზმნიზედისფუნქციასზმნურიშინაარსისგამოხატვაში.
·

კავშირი საგნობრივ სტანდარტთან: ისტ
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემუნდაშეძლოსსხვადასხვასახისციფრულისაშუალებისშერჩევადაგამოყენებაციფრულიპროდუქტისშექმნისას
·         ახდენსტექსტური, გრაფიკულიდააუდიომასალისეფექტიანØკომბინირებასციფრულინამუშევრის/პროდუქტისშექმნისასკომბინირებულადიყენებსØტექსტურ, გრაფიკულდააუდიომასალას.


·         მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
წინარე ცოდნა და უნარები:რიცხვის ნაწილი მისი გამოსახვა გრაფიკულად, რიცხვის პროპორციულ ნაწილებად დაყოფა, ქართული ენის გრამატიკიდან მეტყველების ნაწილები. მუშაობა სხვადასხვა საოფისე პროგრამებში.
შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი( შეფასების რუბრიკა დანართის სახით.)
სასწავლო მასალები და რესურსები:სახელმძღვანელო, დაფა , ცარცი, სამუსაო რვეულები და კალმები, კომპიუტარი, ინტერნეტი.

გაკვეთილის სცენარი: მოვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს: შევახსენებ ქცევის წესებს და ინსტრუქციებს.
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას. კლასის ორგანიზების ფორმებს.( დრო 1-2 წთ)
 აქტივობის ნომერი და დასახელება
აქტივობის მიზანი
მეთოდები
აქტივობის აღწერა
კლასის ორგანიზების ფორმა
დრო
#1 . საშინაო დავალების შემოწმება.
ცოდნის შემოწმება

შევამოწმებ ინდივიდუალურად საშინაო დავალებას, დამივცემ საჭიროებიდან გამომდინარე უკუკავშირს.
საერთო საკლასო
2-3 წთ.
#2. კლასთან ინტერაქცია(კითხვა პასუხი)
წინარე ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრა.
ვერბალური.
დავსვამ კითხვებს ინტეგრირებული საგნებიდან.
1. რა არის წრიული დიაგრამა.
2.რისთვის გვჭირდება წრიული დიაგრამა
3. სჭირდება თუ არა წრიულ დიაგრამას დასათაურება.
4. რატომ ვაფერადებ წრიულ დიაგრამას?
5. რა სახის დიაგრამებს ვიცნობთ.
6. რომელ საოფისე პროგრამებს ვიცნობთ. 
7. რომელ პროგრმებში ვისწავლეთ დიაგრამების აგება.
8.მეტყველების რომელ ნაწილებს ვიცნობთ.(და ასე შემდეგ)
საერთო საკლასო.
5-6 წთ
#3. სხვადასხვა მარტივი ამოცანების ამოხსნა.
 წრეწირის დაყოფა სექტორებად, დიაგრამის აგება. დიაგრამისთვის სათაურის შერჩევა.
ჯგუფური მუშაობა მუშაობა.
მოსწავლეებს ვყოფ შემთხვევითი შერჩევის გზით ჯგუფებად, ვურიგებ ბარათებს რომელზეც ეწერება სიტყვები. მათ უნდა დააჯგუფონ ხმოვანი ასო ბგერები.
ჯგუფური.
5-6 წთ.
#4 ცხრილებისადადიაგრამებისშექმნა.
მონაცემებისშეგროვება, დახარისხება, წარმოდგენაცხრილისსახით, რიცხვისნაწილისპოვნა.  წრიულიდიაგრამისაგება
ჯგუფურმუშაობა
ჯგუფებს ვურიგებ ბარათებს ,რომელზეც წერია თითო ტაეპი ლექსიდან. მათ უნდა დაახარისხონ მეტყველების ნაწილების მიხედვით სიტყვები,(არსებითი, ზედსართავი სახელი,ზმნა და კავშირი) შექმნიან ცხრილებს, იპოვიან ნაწილებს, ააგებენ წრიულ დიაგრამას და შეურჩევენ სახელს. ჯგუფები სათითაოდ წარმოადგენენ პრეზენტაციას.
ჯგუფური.
18-20 წთ.
გაკვეთილის შეჯამება კითხვა პასუხით.
მიღწეული მიზნის შემოწმება და განმტკიცება.
ვერბალური
ვსვამ კითხვებს გაკვეთილის თემიდან გამომდინარე.
საერთო საკლასო
3-4 წთ.













გაკვეთილის დასასრულს მივცემ მოსწავლეებს როგორც განმსაზღვრელ ისე განმამავიარებელ შეფასებას.
 სახელმძღვანელოდან  მივცემ საშინაო დავალებას და მივაწოდებ ინსტრუქციას.






დანართი 1.
შეფასების  რუბრიკა:

#
კრიტერიუმები
9-10
8-7
6-5        
4-1
1.
ისტ-ს ეფექტურად გამოყენება მათემატიკის საგაკვეტილო პროცესში.
წარმატებით იყენებს ისტ- .
იყენებს, თუმცა ხანდახან საჭიროებს დახმარებას.
იყენებს მხოლოდ დახმარების შემთხვევაში.
ვერ იყენებს.
2.
ამოცანების ამოხსნისას გაგება-გააზრება და სწორი გზის პოვნის უნარი
შეცდომების გარეშე ახდენს
ამოცანის
ამოხსნის
გზის
რეალიზებას
და
სწორი
პასუხის
მიღებას
 უშვებს ხანდახან შეცდომებს,  სწორი დასკვნის გამოტანისას.
უშვებს შეცდომებს, ხან ამოცანის გზის რეალიზებისას, ხან კიდევ სწორი პასუხის გამოტანისას.
ვერ იგებს და ვერ იაზრებს ამოცანებს და შესაბამისად სწორი პასუხიც არ აქვს.
3.
მსჯელობა და დასკვნების გამოტანის უნარი.


მსჯელობს და ახდენს სწორი დასკვნების გამოტანას
მსჯელობს, თუმცა დასკვნების გამოტანისას უშვებს შეცდომებს.
დახმარების შემთხვევაში ახდენს მსჯელობას და დასკვნების გამოტანას.
ვერ ახერხებს მსჯელობას და დსწორი დასკვნების გამოტანას.
4.
მოსწავლის ჩართულობა და პროდუქტიულობა კლასში(ჯგუფებში)
მაქსიმალურად ჩართულია, იგებს, იაზრებს, მსჯელობს, გამოაქვს სწორი დასკვნები.
ჩართულია, იგებს, იაზრებს თუმცა ხანდახან უშვებს უზუსტობებს დასკვნების გამოტანისას.
ნაწილობრივ ჩართულია და დახმარების შემთხვევაში ახდენს, მსჯელობას დადასაბუთებას.
უყურადღებოა, ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, მსჯელობას და დასაბუთებას. საჭიროებს მუდამ  კონტროლს და დახმარებას.








დანართი 2.

სახელი და გვარი
გასასვლელი ბარათი
რა იყო შენთვის საინტერესო



რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი.



რა ვერ გააკეტე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?



რა გინდა შემდეგში უკეთ გააკეთო



















დანართი 3.
გაკვეთილზე შეტანილი სიტყვები:
 ჯგუფებისათვის მიწოდებული სიტყვები:   ცისარტყელას ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი,მწვანე, იისფერი, ლურჯი, ცისფერი;
  
დანართი 4.
გაკვეთილზე შეტანილი ლექსები:
#1 ჯგუფისათვის მიწოდებული ლექსი:  ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა
                                                                         და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
                                                                          თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა,
                                                                          და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ.
  #2 ჯგუფისათვის მიწოდებული ლექსი:   ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
                                                                            თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები.
                                                                           და წავალ ქარში როგორც მოცარტი,
                                                                            გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.







                 









 #1


ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა ისტ-მათემატიკა
მასწავლებელი: ლალი კაპანაძე
საგანი: მათემატიკა
კლასი
მე-6
თემა:
რიცხვის ნაწილი, მოქმედებები წილადებზე.
დრო:
45 წთ.
მოსწავლის პროფილი:
კლასში 10 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენებით (ისტ-მათემატიკა) გამოსახონ რიცხვის ნაწილი ნატურალური რიცხვებით, ცხრილებით,(დიაგრამებით) შეასრულონ მოქმედებები მათზე.
ესგ სტანდარტი.
მათ.VI.1 მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიტიური სისტემის გამოყენებით. წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად ნაწილებს, წილადის მრიცხველსა და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/ შედარებისა და დალაგებისას. გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს წილადის სასრული ათწილადით შესაბამის შემთხვევაში.
მათ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული
მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების
შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ
ამოცანებს; 
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ  მოსწავლე: აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის)
მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;• ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას
მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
• ისტ-ის გამოყენებისას ახდენს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას, დროის და სხვა
რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ - ჩვევები
ტექსტური რედაქტორის,ელექტრონული ცხრილის, გრაფიკული რედაქტორის,ინტერნეტის,პრეზენტაციის გამოყენება.  მოსწავლემ იცის წილადის ჩაწერა, ასახელებს წილადის მნიშვნელსა  და მრიცხველს, იცის წილადის ძირითადი თვისება.
განმავითარებელი ინტეგრირებული უნარები:
საგანთა შორის კავშირის დანახვა,   ცოდნის ტრანსფერი საგანთა შორის და  პრაქტიკულ საქმიანობაში.
შეფასება და თვითშეფასება :
განმავითარებელი.  განმსაზღვრელი.
სასწავლო მასალა და რესურსები : 
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, მეექვსე კლასის სახელმძღვანელო..
                                              

გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემასა და მიზნებს, შეფასების რუბრიკას და კლასის ორგანიზების ფორმებს. (2 წთ)
 აქტივობა 1.
საშინაო დავალების განხილვა   და კითხვების დასმით წინარე ცოდნის გააქტიურება. (8 წთ)  (დანართი 2)  
აქტივობის მიზანი:
   მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება.
აქტივობის მსვლელობა:
ამ აქტივობის ფარგლებში ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი დავალებების შესაბამისად ვაკეტთებ მოკლე კომენტარს, მიუთითებ ხარვეზებზე   მათი გამოსწორების მიზნით. ვსვამ შეკითხვებს  წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით.
1.         რა არის წილადი. 2. რას გვიჩვენებს წილადის მრიცხველი. მნიშვნელი.3. რაში მდგომარეობს წილადის ძირითადი თვისება. 4. რას ნიშნავს ,ისტ „  და როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში.
5. რომელ კომპიუტერულ პროგრამებს ვიცნობთ და ვიყენებთ.  და აშ.
აქტივობა 2. 
კომპიუტერთან მუშაობა.   ინდივიდუალური სამუშაო(  5წთ.)
აქტივობის მიზანი :
მოამზადონ ცხრილები შემდეგი აქტივობისთვის, იპოვონ მთელის ნაწილები და ჩაწერონ წილადის სახით.
აქტივობის აღწერა: 
მოსწავლეებს დავავალებ შექმნან ცხრილი ტექსტურ რედაქტორში.
აქტივობის აღწერა : ჩემს მიერ დასმული კითხვის პასუხად  მოსწავლეები დახაზავენ ცხრილს    გააფერადებენ  შესაბამის არეს, წარმოთქვამენ სიტყვიერად თუ რა ნაწილი გამოსახეს და ჩაწერენ  წილადს ნატურალური რიცხვებით. 
აქტივობა 3
კომპიუტერთან  ინდივიდუალური მუშაობა(.7წთ)
მიზანი:
თვალსაჩინოებაზე დაკვირვებით შეასრულონ წილადიების შეკრება გამოკლება.
აქტივობის აღწერა: 
დახაზული ცხრილიდან მოსწავლეები წაშლიან ცხრილის გარკვეულ ნაწილს, მოახდენენ  დარჩენილი ნაწილების  შეკრებას,  გამრავლებას და შედეგს  გამოსახავენ ნატურალური  რიცხვებით წილადის სახით.
აქტივობა 4.
კომპიუტერთან  ინდივიდუალური მუშაობა.(8წთ)
აქტივობის მიზანი.
გეომეტრიული ფიგურის წარმოდგენა ტექსტურ რედაქტორში და ფიგურის  პერიმეტრის გამოყენებით მიღებული ფიგურის დიდი გვერდის სიგრძის გამოსახვა და ჩაწერა წილადის სახით.
აქტივობის აღწერა;
 ჩემს მიერ მიცემული დავალების შესაბამისად  მოსწავლეები დახაზავენ   კვადრატს რომლის პირობითი პერიმეტრი 5 მ.   მოცემულ კვადრატს მიუშენებენ იგივე ზომის მეორე კვადრატს.  მათ ევალებათ იპოვონ მიღებული მართკუთხედის დიდი გვერდის სიგრძე და ჩაწერონ წილადის სახით.
აქტივობა 5. 
ელექტრონული სასწავლო რესურსი. https://learningapps.org/watch?v=pxr20p0gj19
აქტივობის მიზანი: 
მიღებული ცოდნის შემოწმება
აქტივობის აღწერა: 
მოსწავლეებს ეძლევათ ელ-მისამართი სადაც განთავსებულია სამოდელო გაკვეთილისთვის ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. მოსწავლეები შეასრულებენ სამუშაოს და გამოყოფენ  სწორ პასუხებს.     
შეფასება:
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი აკეთებს მოსწავლეთა განმავითარებელ  შეფასებას ზეპირი უკუკავშირით, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით. (2 წთ)  
საშინაო დავალება: 
ელექტრონულ ფოსტაზე მოსწავლეებს გაეგზავნებათ ტესტური დავალება. (1წთ)
გასასვლელი ბარათი:
მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები კითხვარის სახით, რომელიც თანდართულია გეგმაზე.
















ინდივიდუალური მუშაობის შეფასების რუბრიკა

შედეგი
9-10
8-7
6-5
4-1
ისტ- ეფექტურად გამოყენება მათემატიკის საგაკვეთილო პროცესში
წარმატებით იყენებს ისტ- .
იყენებს და ხანდახან საჭიროებს დახმარებას.
უჭირს ისტ-ის გამოყენება
ვერ იყენებს
აქტივობებში დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
მუშაობს დამოუკიდებლად აქტიურად
მუშაობს დამოუკიდებლად და უშვებს მცირე შეცდომებს
უჭირს დამოუკიდებელი მუშაობა
ვერ მუშაობს დამოუკიდებლად
ამოცანების ამოხსნის გზის რეალიზება და სწორი პასუხის მიღება
შეცდომების გარეშე ახდენს ამოცანის ამოხსნის გზის რეალიზებას და სწორი პასუხის მიღებას
ახდენს ამოცანის ამოხსნის გზის რეალიზებას თუმცა პასუხის მიღებისას უშვებს შეცდომებს
უჭირს ამოცანის ამიხსნის გზის რეალიზება და სწორი პასუხის მიღება
ვერ პოულობს ამოცანის ამოხსნის რეალურ გზას და ვერ იღებს სწორ პასუხს
მსჯელობისა და დასაბუთების  უნარი
მსჯელობს მოცემულ საკითხზე და შუძლია დასკვნების გამოტანა
უშვებს უზუსტობებს  დასკვნების გამოტანისას
უჭირს მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა
ვერ ახერხებს მსჯელობას და დასკვნების გამოტანას.









გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო გაკვეთილზე შენთვის საინტერესო?


რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?


რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?

რა ვერ გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?



Комментариев нет:

Отправить комментарий