სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
რეფლექსია
ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული (ისტ-მატემატიკა)
გაკვეთილი VI კლასში- თემაზე ,,მთელის ნაწილი, მოქმედებები წილადებზე
“
გაკვეთილის მიზანი
იყო მოსწავლეებს მოეხდინათ მიღებული ცოდნის გამოყენებით (ისტ-მათემატიკა) რიცხვის ნაწილის გამოსახვა ნატურალური რიცხვებით,
ცხრილებით,(დიაგრამებით), შეესრულებინათ შესაბამისი მოქმედებები მათზე.
გაკვეთილის
მსვლელობისას გამოყენებული აქტივობები სრულ
შესაბამისობაში იყო გაკვეთილის მიზანთან, მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შესაძლებლობებთან, სტანდარტთან და ინდიკატორებთან,
რამაც, ვფიქრობ, უზრუნველყო დასახული მიზნის
მიღწევა.
გაკვეთილის
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზნები, შეფასების რუბრიკა და
კლასის ორგანიზების ფორმები.
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის გააქტიურების მიზნით, ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი დავალებების შესაბამისად
გავაკეთე მოკლე კომენტარი, მიუთითე ხარვეზებზე
მათი გამოსწორების მიზნით და დავსვი შეკითხვები.
1. რა არის წილადი. 2. რას გვიჩვენებს წილადის
მრიცხველი. მნიშვნელი.3. რაში მდგომარეობს წილადის ძირითადი თვისება. 4. რას ნიშნავს
,ისტ „ და როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. 5. რომელ კომპიუტერულ პროგრამებს ვიცნობთ და ვიყენებთ. და აშ.
შემდეგი აქტივობა
იყო ცოდნის განმტკიცების მიზნით ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერთან. მოსწავლეებს დავავალე შეექმნათ ცხრილი ტექსტურ რედაქტორში.
ჩემს მიერ დასმული კითხვის პასუხად მოსწავლეებმა დახაზეს ცხრილი, გააფერადეს
შესაბამისი არე, წარმოთქვეს სიტყვიერად თუ რა ნაწილი გამოსახეს და ჩაწერეს წილადი ნატურალური რიცხვებით.
მესამე აქტივობა
ცოდნის ტრანსფერის და არსებული ცოდნის განმტკიცების მიზნით კვლავ ინდივიდუალური მუშაობა
იყო კომპიუტერთან. თვალსაჩინოებაზე დაკვირვებით მოსწავლეებმა შეასრულეს წილადების შეკრება გამოკლება.
დახაზული ცხრილიდან მოსწავლეებმა წაშალეს ცხრილის გარკვეულ ნაწილი, მოახდინეს დარჩენილი ნაწილების შეკრება,
გამრავლება და შედეგი გამოსახეს ნატურალური რიცხვებით წილადის სახით.
მეოთხე აქტივობა
დამოუკიდებელი მუშაობის უნარის, ცოდნის ტრანსფერის და არსებული ცოდნის განმტკიცებას
მიზნით წარიმართა. ბავშვებმა ინდივიდუალურად კომპიუტერთან მუშაობით შეძლეს გეომეტრიული
ფიგურის წარმოდგენა ტექსტურ რედაქტორში და ფიგურის პერიმეტრის გამოყენებით მიღებული ფიგურის დიდი გვერდის
სიგრძის გამოსახვა და ჩაწერა წილადის სახით. ჩემს მიერ მიცემული დავალების შესაბამისად მოსწავლეებმა დახაზეს კვადრატი, რომლის პერიმეტრი 5 მ. მოცემულ კვადრატს მიუშენეს იგივე ზომის მეორე კვადრატი. მოსწავლეებმა იპოვეს მიღებული მართკუთხედის დიდი
გვერდის სიგრძე და ჩაწერეს წილადის სახით.
მეხუთე აქტივობა
მაღალ სააზროვნო უნარების გააქტიურების მიზნით წარიმართა. შევქმენი ელექტრონული სასწავლო
რესურსი. https://learningapps.org/watch?v=pxr20p0gj მოსწავლეებს მივაწოდე ელ-მისამართი, სადაც განთავსებული იყო სამოდელო
გაკვეთილისთვის ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. რომელიც მოიცავდა სხვადასხვა
ტიპის და დონის ტესტურ დავალებებს მოსწავლეებმა
შეასრულეს სამუშაო და გამოყვეს სწორ პასუხები.
გაკვეთილის დასასრულს მოვახდინე მოსწავლეების განმავითარებელი შეფასება ზეპირი უკუკავშირით, ასევე განმსაზღვრელი
შეფასება შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
საშინაო დავალება მოსწავლეებს ტესტური სახით გაუგზავნე ელექტრონულ ფოსტაზე.
თვითშეფასების
მიზნით მოსწავლეებს დავურიგე ბარათები კითხვარის სახით.
ჩემს ძლიერ მხარედ
ჩავთვლიდი გაკვეთილის წარმართვას გეგმისა და სცენარის მიხედვით, ასევე დროის მენეჯმენტს. მოსწავლეთა აქტიურობის კონტროლს . გაკვეთილი იყო ინოვაციური. მოსწავლეთათვის საინტერესო
იმ თვალსაზრისით რომ თანამედროვე მოსწავლეებს მოსწონთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო
პროცესში.რაც ამავდროულად ინტეგრირების მიზანიც იყო. კოლეგებს
გაკვეთილი დახმარებას გაუწევს ინტეგრირებული
გაკვეთილის დაგეგმვის და წარმართვის კუთხით.
მათემატიკის მასწავლებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ შექმნილი რესურსი გამოიყენონ.
გაკვეთილის გეგმის მოდერნიზაცია არ მომიხდენია.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად.
ჩემი
მუშაობის სუსტ მხარედ მიმაჩნია ის რომ დაფაზე არ გავაკარი მოსწავლეების შეფასების სქემა.
ასევე განმავითარებელი შეფასება უფრო ღრმა კონკრეტიკის გათვალისწინებით უნდა მომეხდინა
რაც მათ წაადგება შედეგების გაუმჯობესებაში.
მომავალში ჩემი მუშაობის უკეთ წარმართვისათვის
გავითვალისწინებ ჩემს მიერ აღნიშნულ ხარვეზებს
და შეფასების ჯგუფის წევრების მიერ მოცემულ შენიშვნებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий